განცხადება მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შესახებ

27 იანვარი 2017 წელი

2017 წლის 1 მარტიდან შპს „დელტა-ნეტი შეწყვეტს საცალო და კორპორაციული მომსახურების მიწოდებას და მის ნაცვლად მომხმარებლებს მოემსახურება შპს „მაგთიკომი“. შესაბამისად, 2017 წლის 1 მარტიდან მომხმარებელმა ანგარიშსწორება უნდა აწარმოოს „მაგთიკომთან“.

ამჟამად „დელტა-ნეტში“ მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს:

 

·         „დელტა-ნეტის“ შერწყმას შპს „დელტა კომმთან“.

·         „დელტა კომმის“ კორპორაციული და საცალო მომსახურების გასაწევად საჭირო ყველა აქტივის გადაცემას „მაგთიკომისთვის“.

 

მხარეები გეგმავენ რეორგანიზაციის და აქტივების გადაცემის პროცესის დასრულებას მიმდინარე წლის 1 მარტისათვის, რის შემდეგაც დელტა-ნეტისნაცვლად მომსახურებას გაგიწევთმაგთიკომი.“ საკაბელო ინტერნეტის, IPTV-, ფიქსირებული ტელეფონიის, VOIP და ჰოსთინგის მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების თარიღიდან, მიმდინარე წლის 1 მარტიდან,  „მაგთიკომიჩაანაცვლებსდელტა-ნეტსდა იკისრებს ყველა იმ ვალდებულებას და გამოიყენებს ყველა იმ უფლებას, რაც გათვალისწინებულია თქვენსა დადელტა-ნეტსშორის მოქმედ ხელშეკრულებაში.რეორგანიზაციისა და აქტივების გადაცემის პროცესი და მომსახურების მიმწოდებლის ცვლილება არ შეაფერხებს თქვენთვის მომსახურების მიწოდებას.

მიმდინარე წლის 1 მარტიდან:

  • მაგთიკომიუზრუნველყოფს თქვენთვის მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას
  • მომსახურებას მიიღებთ მაგთიკომის ოფისებში (თბილისის ნებისმიერ ოფისში და რიგ რეგიონალურ ოფისებში); 
  • გადახდის მეთოდები რჩება უცვლელი;
  • ცხელი ხაზის ნომერი რჩება უცვლელი.

 

! მნიშვნელოვანია, გადახდის დროს მომხმარებელმა გაითვალისწინოს:

მიმდინარე წლის 1 მარტიდან დელტა-ნეტის სააბონენტო ნომრებს წინ ემატება 0101 და ხდება 9-ნიშნა.

 

მაგთიკომის საბანკო ანგარიში:

შპსმაგთიკომი

. თბილისი, პოლიტკოვსკაიას N7

საიდ.კოდი: 204876606

ვითიბი ბანკი ჯორჯიას ცენტრალური ფილიალი:

ბანკის კოდი № UGEBGE22

/ GE73VT6600000000423607

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის ! საიტზე გადასვლა